понедельник, 6 апреля 2009 г.

ჰომილიები

ამბროსი ნეკრესელის უცნობი ჰომელიები

 

ამბოსი ნეკრესელის ბევრი გამოუქვეყნებელი ჰომელიებია. მისი, როგორც ჰომილეტიკოსის, შთაგონების წყაროს წარმოადგენს წმინდა წერილი, ანუ ბიბლია. მისის ქადაგებების უმრავლესობა ხსნის და ავრცობს ამა თუ იმ დღეს წასაკითხად განკუთნილი სახარების ტექსტის შინაარსსაა მასში ჩადებულ ზნეობრივსა და საღვთისმეტყველო საკითებს. ბიბლიის ტექსტის პირველწყაროდ აღება ჰომილეტიკისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ მხრივ არც ამბროსი მიქაძეა გამონაკლისი. მას ქადაგებების დასწაყისშივე გამოაქვს წარმოსათქმელი სწავლების შინაარსის განმსაზღვრელი ტექსტი.

ამბროსი ნეკრესელის ქადაგებათა მთავარი მიზანია, აჩვენოს მსმენელის მორწმუნე ადამიანის ბიბლიური იდეალი, ხოხლო საზოგადოების მანკიერებათა მხილებისას მათ ცოდვების დაუპირისპიროს წმინდა წერილის სწავლება ღვთივსათნო ცხოვრებაზე, საუბრობს ღვთისგა განდგოილ ადამიანებზე:


” რომელთა განიშორეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ”.

ღვთის სიბღძნის მოყვარული კაცის დახატვისას ავტორი გვმიძღვრავს:

” დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა, ხოლო გულისჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქება მათი ეგოს უკუნითი უკუნისამდე”.


ამბროსი ნეკრესელისათვის ბიბლია არა მხოლოდ დიდაქტიკური და ეთიკური საკითხების შესახებ შექმნილი ჰომელიების წყაროა. ავტორი მისტიკურ-დოგმატურ საკითხებზე მსჯელობისას მთავარ წყაროდ სწორედ წმინდა წერილს იყენებს. ღმერთის თვისებების შესახებ საუბრისას იგი აუცილებლად იმოწმებს მას:


” ღმერთი სამყაროს შემოქმედია, ,, იმისი ყოველი საქმე ერთის მონდომებით წარმოდგება და შესრულდება” -,, თქვა და იქმნნეს ამცნო და დაებადნეს”.

 

აბროსი ნეკრესელის ჰომელიათა სხვა წყაროები


როდესაც ამბროსი ნეკრესელი ქადაგების თამად ირჩევდა რომელიმე საუფლო დღესასწაულს, ცხადია, ექრდნობოდა წმინდა წერილს, რომელშიც გადმოცემულია წინასწარმეტყველებანი მაცხოვრის განხორციელებასა და მის ჯვარცმა-აღდგომაზე, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება, დაცულია ის სწავლება, რასაც ემყარება ქრისტიანული ეთიკა.

 

სულიერი და ხორციელი თვალით ხედვასა და სიბრმავეზე


,,არის სიბრმე ჲორციელიცა და სულიერიცა. ჲორციელნი არიან სიყრმითაგანაც, ამპარტავნებისგანაცა. და რასაც ჴორციელი სიბრმე აკლებს კეთილობას კაცისა, ასს და ათასს, და უფრო ბევრწილად მეტსა, სულიერი აშორებს ჴორციელის ბედნიერებასაცა და საუკუნოს ნეტარებასაცა”. (H979, 18v-20v)

 


,, შურისათჳს”


,,და იყო დასაბამი ამ სიბოროტისა შური საძაგელებისა, ორპირის მახვილის მსგავსი, რომელიც რომ პირველად თჳთ მოშურნეს განლევს და მერმე სხვათა ავნებს”. (H 979, 37v-40v)

 

,, მუცლადღება პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი”

,,აბრაამ, მეგობარი ღმრთისა და მახლობელი, ყმა ისააკ, მონა ღმრთისაჲ, საკვირველად ნაშობი ოთხმოცდა ათის წლისა სარასაგან ბერწისა და უშვილობისა”.

,,სიწრფოებისა სავსე სავანე და უმანკოებისა საკვირველი საუნჯე, სჯულისა და მადლისა შუამდგომელად და ჩვენის მაცხოვარებისა პირველად მუშაკად.”

 

 (სიკვდილის ყოვლისშემმუსრავ ძალას)

,,მრავალნი სიჩჩოებაშიგავე გვერთმევიან, ისე ჩჩვილნი, დედ-მამის გასამწარებლადა და გულისა და ღვიძლის დასადნობელათა. და ზოგნი სიჭაბუკესა და მოყმობაში ჴელიდამ გვეცლებიან ქვეყნის საგლოველთა და საწუხებლათა. და ზოგნი ქორწინებიდა, გვეტაცებიან და სიძე სძალსა შორდება და ზოგი სძალი სიძესა ეცლება უწყალოსა და მძლავრის სიკვდილის ჴელით დედა-მამის გასაწირავათ და ცოცხლივ დასამარხავათ და თვისთ და მოყვარეთა და ნათესავთა გასამწარებლათა და სატყებელათა და უნუგეშოდ სატირლათა”. (H979. 27v-29v)


 (საშინელი სამსჯავროს თემაზე)

,, და ვინემდის განჩინება გამოჴდებოდეს, უკუგდება სიყვარული; ლმობა; და შემწნარებლობა გაგვირიდებენ, თანქცევა და ქველის მოქმედებას აღძვრა დაგვეფარვინ. აღასად ჩანს შეწყალება და ლმობად აღძვრა. ის ტკბილი იესო, ნიაგად ჩვენთან მქცევი და ჩვენის მოქცევისა და სინანულად მოსვლისა საუკუნითგან იმ ჟამამდის მოყვარე და მოქენე, მაშინ კი აღარას იურვის” (H979. 1r-3v)

 


(წუთისოფლის წარმავლობასა და კაცის მოკლე მყოფობაზე)

,,ჟამიერ არის და განსახრწნელი წუთი არის და ამაო, დასატევბელი არის და განქარვებადი, მცირე არის და ცუდი. მგზავრნი ვართ და აქ უმკვიდრონი” (H979.32r-35v)

 

საღვთო სახელები ამბროსი ნეკრესელის ჰომელიებში

საღვთო სახელბთან დაკავშირებით წმინდა მამათა ტრადიცია სამ დამოუკიდებელ თემას გამოყოფს:

1. საღვთო სახელები;

2. ღვთაებათა სახელები;

3. იესოსო სახელები

  ამბროსი ნეკრესელის ქადაგებებში გამოყენებული ქრისტეს სახელთა წყაროები

 

იესო - ეს სახელი განხორციელებულმა ღმერთამ გაბრიელ მთავარანგელოზისაგან მიიღო.

 ქრისტე, მესია, მხსნელი - ქრისტე ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცხებულს. ებრაელები ცხებულს მესიას უწოდებენ. სახელი ,,ცხებული” წარმოდგა წმინდა მირონით ცხებისაგან, რომლითაც მოგვეცემა ნიჭი ყოვლად წმინდა სულისა. უძველეს დროში ცხებულს უწოდებდნენ მეფეებს, მღვდელმთავრებსა და წინასწარმეტყველებს. იესო ძე ღვთისა იწოდება ცხებულად, რადგან მის კაცურ ბუნებაში უსაძღვროდაა შერწყმული სულიწმინდის ყველა ნიჭი, იგია უდიდესი წინასწარმეტყველი, უწმინდესი მღვდელთმთავრი და უმაღლესი მეუფე.

ძე მხოლოდშობილი - იესო ქრისტე არის ძე ღვთისა მხოლოდშობილი. იგი არის ერთადერთი ძე ღვთისა. იესოს ეს სახელი აღებულია საღვთო წერილიდან: ,, და ღმერთთა არავინ სადა იხილა; მხოლოდ შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათ, მან გამოთქუა”

 საყვარელი მამისა - ქრისტემ ეს სახელი ზეციური მამისაგან მიიღო, რაჟამს ნათელ იღო იორდანეში. ამ დროს სული წმიდა მტრედის სახით დაადგა მას და ზეციდან ხმა გაისმა : ,, ესე არსძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვყავ”

სიტყვა ღვთისა, ღვთისა მაღლისა გვამოვანი სიტყვა - სიტყვა (ლოგოსი) აღნიშნავს წმინდა სამების მეორე პირს - ღვთის ძეს როგორც მარადიულ და ჰიპოსტატურ ღვთის სიტყვას, მარადიულად მამასთნ მყოფს და ჩვენთვის განხორციელებულს. ,, პირველითან იყო სიტყუა, და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუა იგი”

 ძალი მაღლისა - ქრისტეს სახელია, რომელსაც წმინდა პავლე მოციქული ახსენებ: ,, რამეთუ არა მრცხუენის მე სახარება იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღრმთისა არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა” (რომ 1,16)